მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სექტემბერში საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს“ - კონკურენციის სააგენტოს მოლოდინი

63219c5e5d18a
ვიქტორია მღებრიშვილი
14.09.22 16:06
2454
კონკურენციის სააგენტოში სექტემბერში საწვავის გაიაფებას ელიან. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

როგორც ლექვინაძემ განმარტა, სექტემბერში საწვავის ღირებულება დაახლოებით 5 თეთრით შემცირდა, თუმცა ის აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით ქვეყანაში საწვავის გაიაფება უნდა გაგრძელდეს.

„აგვისტოს თვე ფასების კლების ტენდენციით გამოირჩევა. ყველა ტიპის  საწვავზე- პრემიუმზე, რეგულარზე, დიზელის საწვავზე აგვისტოში, დაახლოებით 30-დან 40 თეთრამდე კლება იყო. სექტემბერში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ფასები შემცირებული დაახლოებით 5-თეთრიან შუალედში აქვს, თუმცა ჩვენი მოლოდინი სექტემბერში ფასები კიდევ უნდა დაკორექტირდეს შემცირების მიმართულებით. ამის საფუძველს მსოფლიო ბაზარზე დაფიქსირებული ნავთობის ფასი გვაძლევს, რომელიც 90 დოლარის ფარგლებში მერყეობს, "ბრენტის" ტიპის ნავთობს თუ შევხედავთ. ასევე, ლარის კურსი სტაბილურობას აჩვენებს, ამიტომ სექტემბერში საწვავის ფასის კორექტირებას შემცირების მიმართულებით ველით“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები