მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შემოდგომისთვის მხარს ვუჭერ ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას" - კულუმბეგოვი

612c8bd7891fe
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 11:43
731

ალერგოლოგ-იმუნოლოგი და იმუნიზაციის საბჭოს წევრი ბიძინა კულუმბეგოვი ბავშვების ვაქცინაციას მხარს უჭერს. მისი თქმით, გარკვეულ ეტაპზე პანდემიის დასამარცხებლად ბავშვების ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც ეტაპზე, ბავშვების ვაქცინაციის დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სკოლის დაწყება მოხერხდა. მართალია, ბავშვებში არ არის ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი და ვირუსი ბავშვების 99.9%-ში მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარეობს, მაგრამ ხშირად სკოლასა და ბაღში სოციალიზაციის შემდგომ, ისინი აგენერირებენ ვირუსს და სახლში მიაქვთ ინფექცია. ახლა ზაფხულში კი პირიქით ხდება. ბავშვების ინფიცირების მთავარი წყარო უფროსები არიან, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ახლა, რომ უფროსებმა გაიკეთონ ვაქცინა. შემოდგომისთვის კი აუცილებლად მხარს ვუჭერ, როგორც იმუნიზაციის საბჭოს ერთი წევრი, რომ ბავშვების ვაქცინაციაც დავიწყოთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის: ამჟამად საქართველოში მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა დაშვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები