მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას" საწარმომ ყველის რეალიზება 200%-ით გაზარდა

64330d988ff53
ლიკუნა მეგუთნიშვილი
10.04.23 09:47
1195
უკვე ორი წელია, ქართულ ბაზარზე „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ ოპერირებს, რომლის ბაზაზე ამოქმედებულ საწარმოში ყველის წარმოება აქტიურად მიმდინარეობს.

შვეიცარიული აგრარული სკოლის დამფუძნებელი მიხეილ სვიმონიშვილი BMG-სთან ამბობს, რომ წარმოება მზარდ დინამიკას ხასიათდება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

„ადგილობრივ ბაზარზე წინა წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებელი 200%-ით გაიზარდა. იზრდება ასევე პარტნიორ კომპანიათა რაოდენობა. სასტუმროები შემოგვიერთდნენ, ჩვენი ყველიმერიოტმა და რედისონმა მიიღეს, გუდვილთან დავიწყეთ თანამშრომლობა, ბლაუნშტაინი უკვე ჩვენი მეგობარი კომპანიაა. ასევე რამდენიმე ღვინის საწარმოსთანაც დავპარტნიორდით, რომლებიც მომხმარებელს სადეგუსტაციოდ ღვინოს უკვე ჩვენს ყველთან ერთად სთავაზობენ. ჩვენს პატარა ქარხანას 30-მდე პარტნიორი ჰყავს. ჩვენი მიზანი 2024-2025 წლისთვის დღიურად 2 ტონამდე რძის გადამუშავებაა და წარმოებული პროდუქტის გაყიდვაა, რათა სკოლას შესაბამისი შემოსავალი ჰქონდეს“, - აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს, მიხეილ სვიმონიშვილი განმარტავს, „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიაში“ დამზადებული ყველი აშშ-ში ექსპორტზე უკვე ორჯერ გავიდა, საიდანაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მიიღო. ამიტომ, კომპანია ადგილობრივი წარმოებასთან ერთად, საექსპორტო მაჩვენებლის ზრდასაც გეგმავს.

„როდესაც ამ დარგში სტუდენტები შემოვიდნენ, ბევრ რამეზე თქვეს უარი და ჩვენ ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება ხარისხიანი პროდუქტის დმანისიდან ამერიკაში გატანა. ერთ კილოგრამ ყველში 23 დოლარს გვიხდიან და ყველა გახარებულია, რადგან ამ ფასში პერსპექტივას ხედავენ. საერთო ჯამში 5 ტონა ყველი ვაწარმოვეთ და აქედან 800კგ გავიდა ექსპორტზე, სადღაც 20%-მდე“, - აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.

ცნობისთვის: „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიაში“ რამდენიმე სახეობის ყველი მზადდება. ზოგიერთი მათგანის ღირებულება 45 ლარით განისაზღვრება, ზოგის კი - 100 ლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები