მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტის" თანადგომა დაჭრილ მებრძოლებს!

645b3e03cdfcb
BM.GE
10.05.23 10:46
7181
სილქნეტის მიერ დაფუძნებული, დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი, დღეისათვის ასობით ბენეფიციარს უდგას მხარში. დახმარება მოიცავს სამედიცინო მომსახურებას, გადაუდებელ ოპერაციებს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართის ადაპტირებას, პროფესიულ გადამზადებას და სხვა.

დაარსებიდან დღემდე, ფონდმა, ერთიანი ძალისხმევით, 2.5 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება შეძლო - სილქნეტის, სხვადახვა ქართული და უცხოური კომპანიისა და კერძო პირის შემოწირულობებით, ასევე მთავრობის თანადაფინანსებით, რაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანების საჭიროებებს ხმარდება.

სილქნეტი ფონდის დამაარსებელი და მთავარი დონორია. 2018 წლიდან დღემდე კომპანიის შემოწირულობის საერთო ჯამი ერთი მილიონი ლარია. ბიზნესის თანადგომით და საზოგადოების გაერთიანებით, ფონდი განაგრძობს ვეტერანებისა და სამხედროების დახმარებას და იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, სადაც დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვის მრავალწლოვანი ტრადიცია არსებობს.

როგორც ფონდში აცხადებენ, წლის დასაწყისიდან დღემდე, უკვე 19 ბენეფიციარს გაეწია დახმარება. აქედან 2 ვეტერანია, ხოლო 17 - სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნულ დახმარებებზე გახარჯულმა თანხამ 73 000 ლარი შეადგინა. წარმატებით ჩატარდა 6 ოპერაცია და ბენეფიციარებმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება მიიღეს, მათ შორის საზღვარგარეთ (ავსტრია, თურქეთი), ჩატარდა ქვედა კიდურების პროტეზირება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მეუღლეებისა და არასრუწლოვანი შვილების სამედიცინო მომსახურება.

ფონდის მმართველობის გადაწყვეტილებით, დახმარებას არასრულწლოვან შვილებთან ერთად დაჭრილთა მეუღლეებიც მიიღებენ. ბრიტანეთის საელჩოს ჩართულობით, უკვე ამოქმედდა სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა. ასევე, მიმდინარე წელს ბენეფიციარების მეუღლეებს ფონდი შესთავაზებს სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამას. ამ მიზნით ფონდი იწყებს აქტიურ შეხვედრებს, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან. ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანა, დაეხმარება ფონდის ქალ ბენეფიციარებს შეიძინონ ახალი პროფესია, ცოდნა და გამოცდილება, გახდნენ მეწარმეები და თავად შეძლონ ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა.

ფონდი, დაარსებიდანვე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებთან და საქველმოქმედო ფონდებთან. ასეთი თანამშრომლობის მაგალითია მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თან პარტნიორობა, რომლისგანაც ქართულმა ფონდმა მიიღო გრანტი, მჯდომარე კალათბურთის ეტლები შესაძენად.

სილქნეტის სისტემატიური თანადგომით, სხვადასხვა კომპანიისა თუ კერძო პირის დონაციებით, ასევე, მთავრობის თანადაფინანსებით, ყოველწლიურად, სულ უფრო გაფართოებული რესურსით მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლთა მხარდაჭერა. 2022 წელს ფონდმა 661 000 ლარი მოიზიდა, რაც 53 დაჭრილ ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს და ასევე, მათ არასრულწლოვან შვილებს მოხმარდა.

მიმდინარე წელს, იანვრიდან დღემდე, სილქნეტთან ერთად 544 000 ლარამდე თანხა შემოსწირა ფონდს სხვადასხვა კომპანიამ და კერძო პირმა:
სილქნეტი - 300 000 ლარი; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია – 50 000 ლარი; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – 50 000 ლარი; ჭიორელი-კაჭარავას შემოწირულობა - 50 000 ლარი; არქი ჯგუფი – 10 000 ლარი; სილქ ჰოსფითალითი – 5 000 ლარი; დიმიტრი აბდუშელიშვილი - 26 667 ლარი; ბაჩო ჩინჩალაძე - 10 000 ლარი; სილქ როუდ ვაინს - 24 258.60 ლარი; თეოდორე ჩარლზ ჯონასი - 1 500 ლარი; ტარიელ მჭედლიძე - 2 600 ლარი; თამარ გაგნიძე - 5 000 ლარი; ბრედლი ვუდვარდი - 1300 ლარი; ნინო ზამბახიძე - 1 000 ლარი; გიორგი მიქელაძე - 4 000 ლარი; შოთა ღვინიანიძე – 1 000 ლარი; სხვა კერძო პირები - 1 150 ლარი.

2023 წელი აქტიურად დაიწყო ფონდმა. დღეისათვის არსებული რესურსებით მიმდინარეობს შემდგომი დაფინანსებების დაგეგმვა და განხორციელება. ფონდი განაგრძობს ყოველთვიური საქმიანობის საზოგადოებისთვის გაზიარებას და ყველას მოუწოდებს, თუნდაც მცირედი თანხით, მონაწილეობა მიიღოს დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერის საქმეში.

სილქნეტს ფონდისთვის გამოყოფილი აქვს საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. ამ ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე. ნომერი აქტიურია სხვა ქსელების აბონენტებისთვისაც. დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები