მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სისტემა სიტუაციას უმკლავდება... უკმაყოფილო პაციენტები არ გვყავს"

5f87f700d305f
ინგა მურუსიძე
15.10.20 11:11
1022
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას უმკლავდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული, 919 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება სიტუაციას. მე როგორც ვიცი, უკმაყოფილო პაციენტები არ გვყავს. არის და იქნება რესურსი, რომ ყველანაირად გავუმკლავდეთ ამ ინფექციას. სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს და მედიკოსებს შორის სერიოზული კომუნიკაციაა და სიტუაცია იმართება“, - განაცხადა მარინე ენდელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები