მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სრული მსხმოიარობის შემთხვევაში 600 ტონა ნუში უნდა მივიღოთ" - "მარნეული ალმონდის" გეგმები

633ea0d92317e
მარიამ იზორია
08.10.22 21:00
1823
მარნეულში 2 მლნ დოლარის ინვესტიციით გაშენებული ნუშის ბაღები პირველ მოსავალს მომავალ წელს მიიღებს.

როგორც „მარნეული ალმონდის“ პროექტის მენეჯერი თინა ენუქიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ბაღები 125 ჰექტარზეა გაშენებული და სრული მოსავალი 600 ტონა იქნება. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ნუში სრულად ექსპორტზე გავა.

„ჩვენი ბაღები ორი წლისაა და პირველ მოსავალს მომავალ წელს მივიღებთ. სრული მსხმოიარობის შემთხვევაში 125 ჰექტარიდან 600 ტონა ნუში უნდა ავიღოთ, თუმცა პირველ წელს სრული მოსავლის 40%-ს ველოდებით.

რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, პროდუქტი საექსპორტო იქნება. ჯერ კონკრეტული ბაზარი შერჩეული არ გვაქვს, თუმცა ევროპაში გატანას ვგეგმავთ“, - ამბობს თინა ენუქიძე.

„მარნეული ალმონდის“ პროექტის მენეჯერმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში შედარებით ახალი კულტურის მოყვანის პროცესში შეხვდათ.

„მარნეულში მუშახელის პრობლემა ნაკლებად დგას, შესაბამისად, ამ მხრივ წინაღობა არ გვქონია, თუმცა რადგან ეს კულტურა საქართველოსთვის მაინც ახალია, ბაღების მოვლის კუთხით კომპეტენციის ნაკლებობაა. ჩვენი ბაღები ესპანელი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ არის“, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის, „მარნეული ალმონდის“ ბაღი ინტენსიური მეთოდით არის გაშენებული. კომპანიის ნუშის ბაღი 65 000-ს ნერგს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები