მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Stadler-ის შემოყვანა ძალიან რეალურია" - შვეიცარიულ მწარმოებელს გარკვეული მოთხოვნები აქვს

5f734597beec3
სალომე მეცხვარიშვილი
29.09.20 19:11
2276
„შტადლერი“ დავარწმუნეთ... ვიმედოვნებთ, „შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება", - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აგვისტოში შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელიც ამბობს, რომ საქართველოში “შტადლერის” შემოყვანა ძალიან რეალურია. კომპანიას კი თავისი პირობები აქვს, რომელზეც ხელისუფლება მუშაობს.

“თვითონ ნახეთ “შტადლერის” წარმომადგენლის კომენტარი,  კომპანია ძალიან დაინტერესებულია და ყველა სხვა მოთხოვნა, რომელიც მას აქვს, როგორც კი დაკმაყოფილდება და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ...ძალიან დიდი ალბათობით, ძალიან რეალურია "შტადლერის" შემოყვანა. რა თქმა უნდა, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. თუმცა, მისივე კომენტარიდან ჩანს, რამხელა ინტერესიც არის", - აცხადებს ხიდურელი.

რა პირობებით სურს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადება ევროპულ კომპანიას უცნობია, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "შტადლერს" ქვეყანაში სურს ინვესტირება და საკუთარ მოთხოვნებს აყენებს. ჯერ კიდევ 2018 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს რკინიგზასთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც თბილისში “შტადლერის” ქარხნის მშენებლობას გულისხმობდა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები ვერ შეთანხმდენ, შესაბამისად, საკითხის განხილვა აღარ გაგრძელებულა. ვიცემერი ირაკლი ხმალაძე მაშინ bm.ge-ისთან საუბარში აცხადებდა, რომ ქართულ და შვეიცარიულ მხარეებს საკუთარი პირობები ჰქონდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები