მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Stopcov-ფონდში მობილიზებული თანხით, შესაძლოა, კიდევ ერთი დახმარების პაკეტი შეიქმნას"

5ee900897773b
ინგა მურუსიძე
16.06.20 21:20
1223
Stopcov-ფონდში მობილიზებული თანხით, შესაძლოა, კიდევ ერთი დახმარების პაკეტი შეიქმნას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ფრაქცია დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ბიუჯეტში ასახულია იმ ფონდის თანხა, რომელიც სპეციალურად ამ პანდემიისთვის შეიქმნა და იქ აკუმულირებულია 133,5 მლნ ლარი. თანხა პირდაპირ ჩაიდო ბიუჯეტში და გაიწერა, რომ კორონავირუსისგან დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად უნდა დაიხარჯოს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონდში 100 მლნ ლარი ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩარიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები