ჩვენ ყოველთვის ვმბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა მოყოლოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14-ით არის გაზრდილი.
„ჩვენ ყოველთვის ვმბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც შესაძლოა მოყოლოდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.
ჩვენ ამასთან ერთად ვამბობდით, რომ უნდა ვისწავლოთ დაავადების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდეგ ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებასი დაბრუნება. ამას ვეძახით ადაპტაციას. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ ვირუსი არსად წასულა, არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა. მივაკვლიოთ პირველწყაროს და ეს არის ის ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც უნდა გადავლახოთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თოთოეულ მოქალაქეზეა“, - განაცხადა გახარიამ.