მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწორი არ იქნება საპენსიო რეფორმა არ გავატაროთ იმიტომ, რომ წარსულში ხალხს ანაბრები დაეკარგათ"

5ee5431d29fe5
ინგა მურუსიძე
14.06.20 09:55
1354
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ BMG-ს გადაცემა #ForbesTalks-ში, ელენე კვანჭილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში საპენსიო რეფორმის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ შეცდომაა პოზიცია, თითქოს ეს რეფორმა ცუდია.

“ძალიან ბევრი საუბარი მიდის იმაზე, რომ თურმე საპენსიო რეფორმა არის ცუდი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ეს საპენსიო სისტემა, რომელსაც ოპოზიცია აბსოლუტურად ტყუილად აკრიტიკებს, დაწერილია ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით. ეს არის სისტემა, რომელიც ამ სახით არის დანერგილი ყველა დემოკრატიულ, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, რომლებსაც განვითარების კურსი აქვთ. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების, გახარიას, ქობულიას, ან ივანიშვილის მოგონილი. ოპოზიციას მე ერთი-ოჯერ ავუხსენი, როცა მინისტრი ვიყავი, მაგრამ ერთ ყურში შეუშვენებ და მეორედან გამოუშვებენ. მათ ჰგონით, რომ ჩვენი მოქალაქე შტერია და მაინც ვერ გაიგებს. ამიტომაც აპელირებენ ამაზე. ფიქრობენ, მოდით, მოვატყუოთ ამომრჩეველი, რადგან ამას მაინც ვერ გაიგებენ, მოდით ვთქვათ, რომ საპენსიო რეფორმა ცუდია და მთავრობას მიაქვს თქვენი(მოსახლეობის) ფული“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.  ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმაში საკამათო არაფერია.

„თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ რეფორმას ეწინააღმდეგება, ისინი არიან გენიოსები და მთელი ევროკავშირი, მსოფლიო ექსპერტები, ქვეყნები ვინც ეს გააკეთეს, არ ესმით საკითხი? სწორი არ არის იმის თქმა, რომ რეფორმა არ გაატაროთ იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოქალაქეებს დანაზოგები დაეკარგათ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია - Forbes Talks-ში:



გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები