მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთში საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე მიიღეს - გადაწყვეტილებას არეულობა მოჰყვა

64141cbc8dd1f
ქრისტინე შამათავა
17.03.23 11:59
556
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სპეციალური საკონსტიტუციო უფლებამოსილება გამოიყენა და გადაწყვეტილება საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდის შესახებ საპარლამენტო კენჭისყრის გარეშე მიიღო.

გადაწყვეტილებას ქვეყანაში არეულობა მოჰყვა. ათასობით ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქის ცენტრში, კონკორდის მოედანზე. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. საპროტესტო აქციები გაიმართა მარსელსა და სხვა ფრანგულ ქალაქებშიც. ადგილობრივი გამოცემის Le Figaro-ს ინფორმაციით, მხოლოდ პარიზში არეულობის დროს 120 ადამიანი დააკავეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. დემონსტრაციები 23 მარტს არის დაგეგმილი.

არეულობა იყო პარლამენტშიც. მაკრონის მიერ კონსტიტუციის 49.3 მუხლის გამოყენებას, რომელიც მთავრობას პარლამენტის ავლით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას აძლევს, მემარცხენეები შეძახილებით შეხვდნენ. ,,გადადექი! გადადექი!“- სკანდირებდნენ ისინი პრემიერ-მინისტრ ბორნის მისამართით .

რეგულარული მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე იანვრის შუა რიცხვებიდან იმართება. გაფიცულთა შორის არიან საჯარო მოხელეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები