მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სწორი ფასი თავისუფალ ბაზარს მოაქვს და არა ჩინოვნიკს" - კალოიანი წამლების რეფერენტულ ფასზე

63cbf1ef4ce86
ალა ისპირიანი
21.01.23 17:48
2464
თავისუფალ ბაზარს ყოველთვის სწორი ფასი მოაქვს და არა ჯანდაცვის სამინისტროს, საგადასახადოს ან ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკის მიერ დაწესებულ ფასს - ამის შეახებ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა ვახტანგ კალოიანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯებით ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად შედის ე.წ რეგულაციურ სპირალში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან რთული იქნება.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არანაირი სტიმულაცია არ ხდება, მაგალითად დაშვებული პაკეტის დანერგვა, რითაც სადაზღვევო კომპანიები შეძლებენ მედიკამენტების ხარჯი მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად აუნაზღაურონ. საქართველოში ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი არ გვაქვს, შესაბამისად ერთადერთი გზაა აღიარება მეტ-ნაკლებად სანდო ქვეყნების წამლის. გასაგებია, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელია და ამაში ეკონომიკური არსიც დევს, თუმცა ძალიან ბევრი სანდო ქვეყანაა საიდანაც მედიკამენტების იმპორტი შედარებით მარტივად შეგვიძლია.

ამ ნაბიჯებით ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად შედის ე.წ რეგულაციურ სპირალში, რომლიდან გამოსვლაც ძალიან რთული იქნება. თანხების შემცირება არ ნიშნავს საყოველთაო ჯანდაცვიდან გამოსვლას. სწორი ფასი ყოველთვის თავისუფალ ბაზარს მოაქვს და არა ჯანდაცვის სამინისტროს, საგადასახადოს ან ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკის მიერ დაწესებულ ფასს“, - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

შეგახსენებთ, 15 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრა. 15 თებერვლიდან კი ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები