მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი სტარტაპერის გარეშე ამას ვერ გავბედავდით" - ბაკურიანში ახალი სასტუმრო იხსნება

628ded3869b18
მარიამ იზორია
26.05.22 09:00
777
სულ რაღაც ერთ თვეში ბაკურიანში დასვენების მსურველებს ახალი სასტუმრო უმასპინძლებს. „სანდიო“ - ასე ჰქვია სასტუმროს, რომელიც 10 ნომერს აერთიანებს და 40 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

„სანდიოს“ მმართველი პარტნიორი ნათია გორდაძე გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში აღნიშნავს, რომ ბაკურიანი ადამიანებს წლის ნებისმიერ დროს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას აძლევს და ეს ადგილი სწორედ ამიტომ შეირჩა. მისივე თქმით, ამ დროისთვის მშენებლობის პროცესი დასრულებულია და მას შემდეგ, რაც სასტუმრო ტექნიკითა და ავეჯით აღიჭურვება და ეზოს მოპირკეთება დასრულდება, სასტუმრო პირველი დამსვენებლის მიღებისთვის უკვე მზად იქნება.

„იდეა 2 წლის წინ გაჩნდა. მივიჩნიეთ, რომ ბაკურიანი იქნებოდა საუკეთესო ადგილი, სადაც მსურველებს წლის ნებისმიერ პერიოდში კომფორტულად დასვენებას შევთავაზებდით. ჩვენი 10-ნომრიანი სასტუმრო ტყის პირას მდებარეობს და უფრო მეტად ბავშვებისა და ოჯახებისთვის არის გათვლილი“, - აღნიშნავს ის.

იდეის გაჩენიდან დღემდე „სანდიოს“ მხარდამჭერი „თიბისი სტარტაპერია“.  „თიბისი სტარაპერის საშუალებით ჩვენი იდეა განხორციელებადი გახდა; რომ არა ეს, პროგრამა პანდემიის პერიოდში სასტუმროს აშენებას ვერ გავბედავდით. სტარტაპერი გამარტივებული სესხის მიღებაში დაგვეხმარა, პროცესები ძალიან მარტივად მოგვარდა“, - ამბობს ნათია გორდაძე.