მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა" - მერია

63fca92b52ff5
BM.GE
27.02.23 16:56
1301
თბილისის მერიის განცხადებით, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები