წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაიბარა.
თურნავამ ოპოზიცია არაეფექტური რეფორმების გატარებაზე საუბრისთვის გააკრიტიკა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელ არაეფექტურ რეფორმებზე ისაუბრა.
„არაეფექტური პროგრამების მაგალითი შემიძლია მოვიყანო. წინა ხელისუფლების დროს მე ვმუშაობდი სახელმწიფო თანამდებობაზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და მაშინაც ვემსახურებოდი ჩემს საქმეს 2006 წლის ნოემბრამდე. ეს ძალიან მეხმარება თქვენს შეფასებაში. 2006 წლის ნოემბრამდე იქ ვიყავი და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, ამიტომ თამამად შემიძლია შეფასება გავაკეთო“, - მიმართა თურნავა „ევროპულ საქართველოს“.
თურნავას გამოსვლას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.