მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ იქნა პოლიტიკური ნება, საქართველოში იქნება პროგრესი" - მიშელი საქართველოს კანდიდატობის პერსპექტივაზე

62b4c189775fd
ალა ისპირიანი
23.06.22 23:43
1054
"თუ იქნა პოლიტიკური ნება ყველაფერი მიღწევადია", - ასე უპასუხა შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის კითხვას: რამდენად სწრაფად შეუძლია საქართველოს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

"ერთია ქართველი ხალხი და მეორე ქართული მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რეფორმების გატარება, იმისათვის რომ ქართულმა ინსტიტუციებმა პროგრესი ჩვენ მოთხოვნებთან შესაბამისად განაგრძონ.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნა პოლიტიკური ნება და შესაბამისი პოლიტიკური ფონი, მაშინ საქართველოში იქნება პროგრესი. ძალიან კარგად იციან ქართულ მთავრობაში თუ არის საჭირო იმისთვის, რომ საჭირო ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადადგან. უნდა ანახონ თავისუფალ მსოფლიოს, რომ იგივე პრინციპებს იზიარებენ", - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - სტატუსის პერსპექტივა აღიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები