მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ რუსეთი იმპორტის გადასახადს მოხსნის, მაშინ რუსული ზეთი კონკურენტული იქნება" - ივა ჭყონია

6294567c5202c
ლიკა გურაბანიძე
30.05.22 21:24
788

რუსეთი 1-ლი ივნისიდან 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის გადასახადს 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზრდის. ამ მიზეზით და მათ შორის რუსეთის როგორც არაპროგნოზირებადი ბაზრის არსებობით გამოწვეული პრობლემები, ქართველ მზესუმზირის ზეთის იმპორტიორებს ბაზრების დივერსიფიცირებისკენ უბიძგებს. 

“დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი ივა ჭყონია, bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ზეთის ალტერნატიულ ბაზრებზე საუბრისას, ერთ-ერთ იმპორტიორად ბიზნესები არგენტინას განიხილავენ, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ის საქართველოსთვის რუსულ ბაზარზე იაფი ვერ იქნება.

“ბიზნესების მხრიდან ზეთის ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და უკვე მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ბაზრად არგენტინა განიხილება. თუმცა, ახლა ზოგადად ლოგისტიკა დროში გაწელილია, ამას არგენტინიდან შემოტანილი მზესუმზირის ზეთის მაღალი თვითღირებულებაც დაემატება, რომ შედეგად ზეთზე მაინც იგივე ფასს მივიღებთ, რაც დღეს რუსეთიდან იმპორტირებულზეა.

მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი იმპორტის გადასახადს მოხსნის, მაშინ რუსული ზეთი კონკურენტული იქნება. შესაბამისად, ის ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც არგენტინულ მზესუმზირის ზეთს შემოიტანენ, რა თქმა უნდა, შესაძლოა რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ასევე გასათვალისწინებელია დრო, შესაძლებელია, რომ არგენტინიდან ზეთის იმპორტს დაახლოებით 1,5-2 თვეც დასჭირდეს, რათა იმპორტიორის საწყობამდე მივიდეს. როდესაც, რუსეთიდან დაახლოებით 5-7 დღე სჭირდება.” - განმარტა ჭყონიამ.

ცნობისთვის, ზეთის გარდა, 1-ლი ივნისიდან რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მზესუმზირის შროტის ექსპორტის ბაჟიც 96.3-დან 105 დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები