მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას არ შეწყვეტს, მსოფლიოს შიმშილი ემუქრება"

629b5167c3835
მარიამ იზორია
04.06.22 16:32
1272
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი გამოცემა Financial Times-თან აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი უკრაინის პორტების ბლოკირებას არ შეწყვეტს, მსოფლიოს სურსათის დეფიციტიდან გამომდინარე შიმშილი ემუქრება.

Financial Times-თან კუბრაკოვი ამბობს, რომ ქვეყნის სამხრეთ სანაპირო ზოლის ნაწილი დაპყრობილია, უკრაინა კი 22 მილიონი ტონა მარცვლეულის გასატანად სხვა გზებს ეძებს.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში ძირითადი სატრანსპორტო მარშრუტების კონტროლის გამო უკრაინის მარცვლეულზე დამოკიდებულ ქვეყნებს საფრთხე ექმნებათ.

„რუსეთის ქმედებები გლობალური მასშტაბით შიმშილის საფრთხეს ქმნის, რუსეთი როგორც მეკობრე ისე მოქმედებს... მოლაპარაკებები არის უკანასკნელი შანსი რუსეთისთვის, რათა რამდენიმე კონტინენტზე მილიონობით ადამიანის შიმშილით სიკვდილში დამნაშავე არ გახდეს. მათ არ აინტერესებთ მაგალითად აფრიკელი ხალხის სიცოცხლე“, - აღნიშნავს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ინტერვიუში.

კუბრაკოვი მარცვლეულის სხვა გზით გატანაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს სარკინიგზო ხაზის ევროკავშირის სტანდატებზე გადაწყობა 2-3 მილიარდ დოლარამდე დაჯდება, სასაზღვრო გადაზიდვებისთვის კი მეტი ინვესტიცია იქნება საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები