მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება"

5ef1bbec3e8c8
ინგა მურუსიძე
23.06.20 13:05
721
ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას იმ ფორმით, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კოვიდ-19 ის გამო ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციების დანერგვა გახდა საჭირო. რეგულაციებზე მუშაობა სასტუმროების, კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, გიდების, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდადა კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად დამტკიცდა. შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილის ტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს.

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას იმ ფორმით, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. COVID-19- ის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ ადაპტაცია მოახდინონ ახალ სტანდარტებზე“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკითხზე გუშინ, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები