“ბოლო 4 თვის მონაცემებით ტურიზმის დინამიკა 2019 წელთან შედარებით - 62% გვაქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღდგენის დინამიკა 35-დან 40%-მდეა, რაც ძალიან ცოტაა. ვიზიტორების რაოდენობის ნაკლებობა ამავდროულად არასაკმარის შემოსავლებს იწვევს და კონკურენციას ზრდის. კონკურენციის პირობებში ბაზარზე ფასების კლება უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩვენ საპირისპირო ეფექტი გვაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა და მეორე იმიტომ, რომ არასაკმარისი ნაკადების გამო ბიზნესოპერატორები იძულებულები არიან თავისი მოგების მარჟა გაზარდონ და ცოტა ტურისტით მეტი მოგება ნახონ. ეს ყველაფერი სერვისის ხარისხის დაგდებას იწვევს. მიმდინარე ხარჯების გაზრდა ცალკე პრობლემაა, ეს არის საწვავი, სურსათი, სასმელები, ენერგომატარებლები და ა.შ. ინდუსტრია ქვევით ჩადის და ამოსავალი არ ჩანს. ეს პროცესი დაახლოებით 1-2 წელი კიდევ გაგრძელდება” - განმარტა ასათაშვილმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ სექტორის სწრაფი რეგენერაცია მოხდეს, აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა.
“უპირველეს ყოვლისა ეს ადგილობრივ ბაზარზე არსებული გაძვირებული სერვისების, სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურად შემსუბუქებას ან შემცირებას გულისხმობს. სახელმწიფომ წლიური საბიუჯეტო შემოსავალი 1 მლრდ ლარი რამენაირად უნდა შეამციროს, რაც აქციზის და დღგ-ს შემცირებას ითვალისწინებს. ეს ფასებს დაწევს და ბიზნესოპერატორებს სტიმულს მისცემს. ასევე, უნდა მოხდეს ტუროპერატორებისთვის მოკლევადიან ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არა სუბსიდირება, რაც კატასტროფაა, ვგულისხმობ სწრაფად ფულად სახსრებს, რომელიც სეზონზე იქნება ხელმისაწვდომი” - აღნიშნა ასათაშვილმა.




























