“პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის აშშ-ში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარე, მისი გაეროში მუდმივწარმომადგენლად დანიშვნა მაშინ როცა ომი მიმდინარეობს ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთხელ დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.
რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნება პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე”,- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ.




























