უახლოეს წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს უნდა მიაღწიოს. განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.
პრემიერის თქმით, პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს ეკონომიკას უნდა შეუნარჩუნდეს.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისი სავალუტო ფონდთან, რომელმაც სტრუქტურული რეფორმების გეგმას დადებითი შეფასება მისცა.
„შეფასებებითაც ნათელია, რომ 2021 წლიდან ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით გვექნება სწრაფი კონომიკური ზრდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორიელოთ“, - განაცხადა გახარიამ.




























