მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უჩა მამაცაშვილს რუსეთში არანაირ საქმიან და პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობა არ აქვს" - ადვოკატი

636e1de8be3bd
მარიამ იზორია
11.11.22 15:27
709
სააპელაციო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის სარჩელის განხილვა განახლდა. საქმე ის არის, რომ პირველმა ინსტაციამ უჩა მამაცაშვილის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. უჩა მამაცაშვილი ანტიკორუფციულ მოძრაობას ცილისწამებაზე ედავებოდა, საქალაქო სასამართლომ კი ანტიკორუფციულ მოძრაობას ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მორალური და ფსიქოლოგიური ზიანისთვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.

"ანტიკორუფციული მოძრაობა" სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სასამართლოში ახალ შუამდგომლობას აყენებს. როგორც "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, ბიზნესმენი უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

„დღეს უჩა მამაცაშვილის, როგორც უკრაინაში სანქცირებული პირის სარჩელის განხილვა განახლდება. პირველმა ინსტანციამ 15 000 ლარით შეაფასა ბიზნესმენის ფსიქოლოგიური და მორალური ზიანი. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აბსურდულად მივიჩნევთ და დღეს ახალ შუამდგომლობას ვაყენებთ იმასთან დაკავშირებით, რომ უჩა მამაცაშვილი არის უკრაინის მიერ სანქცირებული.

ველოდებით, რომ მაიკ მაკფოლის სასანქციო ჯგუფი გაიზიარებს უჩა მამაცაშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ინიციატივას, ამის შემდგომ კი აშშ, დიდ ბრიტანეთი და ევროკავშირი უჩას სანქცირებას მოახდენენ, რადგან ის ამ ომში რუსეთის მხარეს არის“, - განმარტავს ლაშა ფარულავა.

უჩა მამაცაშვილის სანქცირებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება ბიზნესმენის ადვოკატიც. ამირან გიგუაშვილის თქმით, აღნიშნული ბრალდება კავშირში არ არის ანტიკორუფციულ მოძრაობასა და უჩა მამაცაშვილს შორის არსებულ სასამართლო დავასთან.

„რა შემხებლობა აქვს ამ სასამართლო დავასთან?! ეს დავა არ ეხება რომელიმე ქვეყანასთან უჩა მამაცაშვილის კავშირს. მით უმეტეს რუსეთთან. უჩა მამაცაშვილს რუსეთში არანაირ საქმიან და პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობა არ აქვს.

ჩვენ დღეს ვართ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ მოძრაობის მიერ გავრცელებულ ცილისწამებებს, სხვა დავას ჩვენ არ განვიხილავთ“, - აცხადებს ბიზნესმენის ადვოკატი.

ინფორმაციისთვის: უჩა მამაცაშვილმა ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მამაცაშვილი მოძრაობას ცილისწამებაზე უჩიოდა, სარჩელი ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გაკეთებულ შვიდ სხვადასხვა განცხადებას ეხებოდა, რომლებშიც ისინი მამაცაშვილს თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობაში, ასევე გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფთან კავშირში ადანაშაულებდნენ.

რამდენიმე თვის წინ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ „ანტიკორუფციულ მოძრაობას" უჩა მამაცაშვილისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით დააკისრა.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები