მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი დავიწყეთ" - თბილისის მუნიციპალური ინსპექცია

6066ae4fa6de0
თელარა გელანტია
02.04.21 09:41
936
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და დიღომი 8-ის ტერიტორიაზე, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობისა და კონსტრუქციის დემონტაჟი დაიწყო.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები