“ლიბერთი ბანკი“ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებს და „ლიბერთის“ ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს.
ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია:
▪️ Contact
▪️ IntelExpress
▪️ Moneygram
▪️ Ria Money Transfer
▪️ Unistream
▪️ Welsend
▪️ Western Union
საკომისიოს გარეშე გზავნილებით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა.




























