ევროპის ჩრდილოეთით ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსული სამხედრო ხომალდები გამოჩნდნენ, - ინფორმაციის ამის შესახებ ნორვეგიის დაზვერვა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველი შემთხვევაა, რაც რუსეთმა ბირთვული ფლოტი ღია ზღვაში გაიყვანა. ამ ქმედების მიზანი, ცხადია, ძალის დემონსტრირება და საკუთარი არსენალის წარმოჩენაა.
რუსულ საბრძოლო ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს ახლო მანძილის ბირთვული იარაღები, საშუალო მანძილის რაკეტები და წყალქვეშა ტორპედოები აქვთ. ზოგადად, საზღვაო ფლოტი რუსეთის ბირთვული არსენალის საკვანძო ნაწილია, რომელსაც კრემლი უდიდეს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს.
ნორვეგიის დაზვერვის მტკიცებით, რუსული ფლოტიდან პირდაპირი საფრთხე არ მომდინარეობს, თუმცა ევროპაში ომის ესკალაციის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ამ იარაღის გამოყენებასაც არ მოერიდოს.