მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ომის მსხვერპლთათვის ,,ჩელსის’’ მიერ გაცემული შემოწირულობა EU-ს თანხმობას ელოდება

63da1b6931a22
ირაკლი მოდებაძე
01.02.23 17:35
496

ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რომ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის'' გაყიდვიდან მიღებული 2,3 მილიარდი ფუნტის შემოსავლი უკრაინის ფონდს გადასცეს, თუმცა ამის შესასრულებლად ევროკავშირის თანხმობა სჭირდება. 

აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფული რვა თვის განმავლობაში ინახებოდა სანქცირებულ ანგარიშზე, მაგრამ უაითჰოლის ოფიციალური პირები, საბოლოო დოკუმენტაციის დასრულების პროცესში არიან. ამასთან, ახალი, ჯერ კიდევ უსახელო უკრაინული ფონდი საქველმოქმედო კომისიის დამტკიცების ზღვარზეა, თუმცა მათ დასტური ევროპიდან უნდა მიიღონ, რადგან აბრამოვიჩს იქაც სანქციები აქვს.

გასული წლის მაისში მთავრობასა და აბრამოვიჩს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ფონდს ბრიტანეთის Unicef-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაიკ პენროუზი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საქველმოქმედო საბჭოსა და პროექტების დეტალები იქნება ასახული. ცნობილია, რომ პენროუზი მუდმივ კონტაქტში იყო მთავრობასთან და 2022 წლის დიდი ნაწილი უკრაინაში გაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები