დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის მეშვიდე დღე დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი 2 მარტის დილის 6:00 საათისთვის ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და საომარ ველზე ცხელი წერტილების შესახებ ინფორმაციას Facebook-არხის საშუალებით ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთი სამხედრო ტაქტიკური დანაყოფები დიდ ქალაქებს უტევენ და დედაქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
„პოდოლსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 13 ტაქტიკური ჯგუფი გორეჩინას, გოსტომელის, დემიდოვის მხრიდან კიევის მიმართულებით თავდასხმას დედაქალაქის ჩრდილოეთიდან და ჩრდილო დასავლეთის მხრიდან ბლოკირების მიზნით ცდილობენ. ჟიტომირსკის ოლქში მეხუთე საერთო სამხედრო კარის შემადგენლობის 3 ტაქტიკური ჯგუფი იმყოფება. ჩრდილოეთის მიმართულებით ოკუპანტის 17 ტაქტიკური ჯგუფი, ცოცხალ ძალაში დიდი დანაკარგების მიუხედავად კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთის ბლოკირების მიზნით თავდასხმას აგრძელებენ. დამპყრობლები გაჩერებულები არიან კოზელეცის, ბობროვიცას, მაკეევის დასახლებულ პუნქტებთან. საპირისპირო მხარეს სვეტილნას, პერემოგის და ოსტროლუჩიეს მიმართულებით მოწინააღმდეგემ შემტევი პოტენციალი დაკარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, მტრის 2 ტაქტიკური ჯგუფი უშედეგოდ ცდილობს ალყაში მოაქციოს უკრაინული ქალაქები - სუმი, ლებედინი და ახტირკა. სლობოჟანის მიმართულებით 16 ტაქტიკური ჯგუფი თავდასხმის ოპერაციას კრასნოგრადის და 4 ტაქტიკური ჯგუფი იზიუმის მიმართულებით აგრძელებს. დამპყრობლებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და ბოგოდუხის, ჩუგუევის და შევჩენკოს რაიონებში არიან შეკავებულები.
დონეცკის მიმართულებით, წარმატების მიღწევის გარეშე, აგრესორი მარიუპოლის ბლოკირებაზე კონცენტრირდა.
გარდა ამისა, ტავრიჩესკის მიმართულებით მოწინააღმდეგეები დასახლებული პუნქტების სკადოვკას, გოლაია პრისტანის, ხერსონის, სნეგიროვკას და ნოვაია კახოვკას მიმართულებით თავდასხმას აგრძელებენ. გადაჯგუფების შემდეგ აგრძელებენ მოძრაობას ხერსონის და ნიკოლაევას მიმართულებით. 2 ტაქტიკური ჯგუფი მოქმედებს ვასილევკას, კრასნოე პოლეს და ნოვოპეტროვკას მიმართულებით.
შავი ზღვის საოპეარციო ზონაში მტერი გემების ჯგუფის განლაგებას აწარმოებს და საღვაო დესანტის მომზადების ოპერაციას აგრძელებს.
გენშტაბის პრესამსახურში აცხადებენ, რომ საომარი მოქმედებების გეგმიდან ჩამორჩენის პირობებში, მოწინააღმდეგე მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმებს აწარმოებს. „მოსახლეობა შეიარაღებულ ძალებთან მხარდამხარ გმირულად უწევს წინააღმდეგობას მტერს. ოკუპანტები ყველა მიმართულებით დიდ დანაკარგს განიცდიან, რის შესახებაც ინფორმაცია, მოგვიანებით გავრცელდება“, - აღნიშნავენ პრესსამსახურში.




























