მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უნდა დაიწყოს ვაქცინაციის სავალდებულოობის განხილვა, მასში ეკლესიაც უნდა იყოს ჩართული”

60f8668f4c757
თამთა ჯიჯავაძე
21.07.21 23:40
681
უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო ცალკეული ჯგუფებისთვის? - ამ შეკითხვას ჯანდაცვის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ უპასუხა. მისი თქმით, უნდა დაიწყოს უკვე ამაზე მსჯელობა და მასში ჩართული უნდა იყვნენ საზოგადოების სხვადასხვა წევრები.

„ზოგადად ჯობია რომ ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, მათ შორის ვაქცინაციაც იყოს ნებაყოფლობითი. მაგრამ არის მაგალითები, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, სადაც კონკრეტული ჯგუფებისთვის ის გახდა სავალდებულო. ეს არის ის თემა, რომელზეც ჩვენ უნდა დავიწყოთ მსჯელობა. ამაში ჩართული უნდა იყოს ის ჯგუფებიც, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგია. ვგულისხმობ პირველ რიგში ეკლესიას და საზოგადოებას. მსგავსი გადაწყვეტილებები ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, თუმცა გამორიცხული არ არის, ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები