ვაქცინაცია დაგვიანებული არ არის, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო "ვაქცინაცია ბანგლადეშმაც კი დაიწყო, თუმცა, საქართველოში ეს ჯერ არ მომხდარა".
„მსოფლიოში არის 10 ქვეყანა, რომელშიც მიმდინარეობს ინტენსიური ვაქცინაცია და მე ალბათ არ ჩავთვლიდი და არ ვიქნებოდი კატეგორიული, რომ რაიმე დაგვიანებულია. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ვაქცინაცია დაიწყება მაშინ, როცა ეს საჭიროა და არაფერი დაგვიანებული არ არის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის, მთავრობის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში მიმდინარე თვის ბოლოს ჩამოვა.




























