მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ველოდებით, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ"

6377ab483f1fb
BM.GE
18.11.22 20:00
641
ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას, ქვეყნისა და ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალება მისცა.

„ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილური ვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%- იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები