მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ ვიტყვით, რომ ბიზნეს ცენტრები საჭირო არ იქნება, მაგრამ მათ გადაწყობა მოუწევთ" - TBC კაპიტალი

61cdde4353fe9
ლიკა გურაბანიძე
30.12.21 22:40
892

"ჩვენ მიერ გამოკითხული კომპანიების 80% ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოფისებში თანამშრომლების დაბრუნებას უახლოესი ორი წელი არ ელოდებიან", - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისივე თქმით, ვერ ვიტყვით, რომ ბიზნეს ცენტრები საჭირო არ იქნება, მაგრამ მათ გადაწყობა მოუწევთ.

"დღეს რა მოთხოვნებიც აქვს მოიჯარეს, განსხვავდება იმისგან, რა მოთხოვნებიც ჰქონდა. ტექნოლოგიური აღჭურვილობა ნომერ პირველი ამოცანაა", - განაცხადა მან.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ საოფისე ფართებსა და ბიზნეს ცენტრებზე გაცილებით უფრო გრძელვადიანად იმოქმედა და მოქმედებას ახლაც განაგრძობს, რადგან პანდემიამ ტექნოლოგიების ათვისება დააჩქარა.

"პანდემიის პერიოდში ვაკანტურობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუ იყო 10%, დღეს 24%-ია. მიწოდების ზრდასთან ერთად მომდევნო წლებში ვაკანტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და 26-27%-ის ფარგლებში იქნება", - განმარტა კვახაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საშუალო შეწონილი იჯარა თბილისის სავაჭრო ცენტრებში 19%-ით ნაკლები იყო 2019 წლის მაჩვენებელზე. ამასთან, როგორც კვახაძემ აღნიშნა, ვაკანტურობა პანდემიის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე არ ყოფილა და ამას თავისი მიზეზი აქვს.

“სავაჭრო ცენტრები მოიჯარეებს კარგად ეთანამშრომლნენ. მათ მოიჯარეების რისკები გაიზიარეს და მათი მხრიდან იჯარაზე გარკვეული შეღავათები დაწესდა.” - განმარტა კვახაძემ.

ცნობისთვის, "თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, თბილისის სავაჭრო ცენტრებში 2022 წელს იჯარა აღდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები