მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერანდა აკროპოლი": მომხმარებლებს 20-30%-მდე გაზრდილი ფასები დახვდება

627ce1e35a0b7
თათია ჩაფიჩაძე
15.05.22 21:00
1654
სარესტორნე მომსახურება ბათუმში 20-30%-ით გაძვირდა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში რესტორან „ვერანდა ეკროპოლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ადგილობრივ და იმპორტირებულ ნაწარმზე ფასების ზრდაა.

„გაზრდილია საწავის თუ კომუნალურის ხარჯი, წელს ჩვენს რეგიონში და ალბათ ყველგან მომხმარებლებს 20-30%-მდე გაზრდილი ფასები დახვდება. ქართულ პროდუქციაზე მინიმალურად ფასი 10-15%-მდეა გაზრდილი, რაც შეეხება იმპორტირებულს, მასზე ფასები 20-30%, ზოგჯერ 50%-მდეც არის მომატებული", - განაცხადა თავართქილაძემ.

მისივე თქმით, სარესტორნე სფეროში დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კადრების დეფიციტი.

"გამოწვევაა მიმტანების, მზარეულების თუ ტექნიკური პერსონალის მოძიება, თუმცა მათი ხელფასებიც საკმაოდ გაიზარდა, სარესტორნე სფეროში 30-40%-მდე გაზრდილი ანაზღაურება დახვდებათ მათ", - განაცხადა თავართქილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები