მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობთ, შიდა ტურიზმის გახსნა სწორი გადაწყვეტილებაა" - გიორგი გახარია

5ee1daa705388
ინგა მურუსიძე
11.06.20 11:16
864
ვფიქრობთ, შიდა ტურიზმის გახსნა სწორი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერმა როგორც ბიზნეს ოპერატორებს, ისე მოქალაქეებს გადაადგილებისას მაქსიმალური სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდა.

„ორშაბათიდან, 15 ივნისიდან ვხსნით შიდა ტურიზმს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა და ჩვენს მოქალაქეებს აძლევს ქვეყნის შიგნით დასვენების შესაძლებლობას, ისევე როგორც ტურისტულ სექტორს აძლევს შესაძლებლობას უფრო სწრაფად აღდგეს. მაგრამ აქაც მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ბიზნეს ოპერატორებსაც და მოქალაქეებსაც მართებთ მეტი სიფრთხილე.

მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით ევროკავშირში არ არის საბოლოოდ მიღებული შიდა გადაადგილება, ან როგორი იქნება მესამე ქვეყნებთან ტურისტული მართვის თვალსაზრისით ევროკავშირის გადაწყვეტილება. ჩვენ ამას ველოდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ მწვანე ზონის თაობაზე ორმხრივი შეთანხმებების ამოქმედების თაობაზე ეტაპობრივობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ: საერთაშორისო ტურიზმის გახსნა 1 ივლისს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები