მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვინმეს თუ ჰგონია, სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ძალიან მწარედ ცდება" - ლევან თევზაძე

642f009b032df
BM.GE
06.04.23 21:17
1575
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციის დაწესებას ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სანქციები მათ არ შეაშინებთ.

“ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…”, - წერს მოსამართლე “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები