მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვითიბი ბანკ ჯორჯია" იურიდიული პირების მომსახურებას განაგრძობს - საბანკო ასოციაცია

621b966164b76
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 19:15
547
საქართველოს საბანკო ასოციაცია "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მიერ საცალო პორტფელის ბაზისბანკზე გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს: 

"როგორც ცნობილია, აშშ-ს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით. "ვითიბი ბანკს" შეეზღუდა გადარიცხვები დოლარში, ევროში, ფუნტ სტერლინგსა და სხვა უცხოურ ვალუტებში.

უკანასკნელი დღეების მანძილზე მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" და "ბაზისბანკს" შორის.

მომხმარებელთა უფლებების და ინტერესების დაცვის მიზნით, "ვითიბი ბანკ ჯორჯიას" და "ბაზისბანკის" შეთანხმებით, მოხდა საცალო მომხმარებლების პორტფელის გასხვისება ბაზისბანკზე.

"ვითიბი ბანკ ჯორჯია" განაგრძნობს ოპერირებას და იურიდიული პირების მომსახურებას. მისი მომხმარებელი ფიზიკური პირები ხდებიან ბაზისბანკის მომხმარებლები და 28 თებერვლიდან, ეტაპობრივად, მომსახურებას მიიღებენ როგორც "ვითიბი ბანკ ჯორჯიას", ასევე "ბაზისბანკის" ფილიალებში.

"ბაზისბანკი" საქართველოს ბაზარზე ოპერირების 28 წლიანი ისტორია აქვს და უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულში შედის", - აცხადებს საქართველოს საბანკო ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები