მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნას" - დიღომში საფეხბურთო ცენტრთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა

61b1b82d77966
ინგა მურუსიძე
09.12.21 12:20
1098
დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი პროექტი განხორციელდება.

„მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის, ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა - სპორტული სივრცეების შესახებ. აღნიშნული პროექტები „უეფას“ გრანტით ხორციელდება. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ვაკეში, „ფიზკულტურის ინსტიტუტთან“, სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილში, გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში, ასევე ნუცუბიძეზე.

თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საფეხბურთო სივრცის დიდ დიღომში მოწყობას. ისტორიულად, ამ ტერიტორიაზე სტადიონი არსებობდა, მაგრამ მათი მოთხოვნაა, რომ ამ ადგილზე პარკი გაკეთდეს. 50 მეტრში რეკრეაციული სივრცე უკვე განვაახლეთ, მაგრამ ვითვალისწინებთ მათ სურვილს და საფეხბურთო მოედანთან ერთად რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები