მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს EU-ს ქვეყნებიდან 100 ტონა თაფლის შეკვეთა გვაქვს" - "აპიჯეო"

62c80d144a2eb
მარიამ იზორია
10.07.22 20:20
1533
გასულ წელს თაფლის მწარმოებელმა კომპანია „აპიჯეომ“ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე 85 ტონა თაფლი გაიტანა.

როგორც „აპიჯეოს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, მიმდინარე წელს 100 ტონაზე მეტი პროდუქტის შეკვეთა აქვთ, დამატებით კი 50 ტონა თაფლის რეალიზაცია იგეგმება.

„საექსპორტო ქვეყნებს შორის ბულგარეთი, იტალია, საფრანგეთია. წინა წელს ჩვენმა კომპანიამ ევროკავშირის ბაზარზე 85 ტონა თაფლი გაიტანა. წელს 100 ტონაზე გვაქვს შეკვეთა და ვფიქრობ, დამატებით 50 ტონასაც გავიტანთ. ამ დროისთვის საწყობში სარეალიზაციოდ 70 ტონა თაფლი გვაქვს გამზადებული.

საქართველოსთან შედარებით, ევროკავშირის ბაზარზე თაფლი 1.5-ჯერ ძვირია. რაც შეეხება ფასების დაწესებას, ყველაზე დიდი ფასის დამწესებელი ჩინეთია, შემდგომ უკვე არგენტინა. დიდი მოთამაშეა თურქეთიც, მაგრამ მას ჩაკეტილი სისტემა აქვს“ - განმარტავს "აპიჯეო"-ს გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა.

ევროკავშირის ბაზრებს შორის ყველაზე მეტი მოცულობის ქართული თაფლი ბულგარეთში (67,42 ტონა - 195,1 ათასი დოლარი) გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები