მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხარჯები გადაიწონება იმ სარგებლით, რასაც საბოლოოდ მივიღებთ" - გიორგი პაპავა ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე

64b3be7533aef
თინათინ ნატმელაძე
16.07.23 14:03
739
ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" საუბრისას ტურიზმის შესახებ კანონპროექტს აფასებს და ამბობს, რომ ეს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის საინტერესო ფორმაა, რომლის საშუალებითაც ტურიზმის ეფექტიანობის გაზრდაც შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ეხება გიდებისა და სამთო-სათავგადასავლო გამყოლების რეგულირებას და ამ ნაწილთან დაკავშირებით გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რომ გიდის ნებაყოფლობითობა შენარჩუნდეს, თუმცა იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმიანობას სერთიფიცირებულად ასრულებს, განმასხვავებელი ნიშანიც უნდა ჰქონდეს.

ასევე, ის მიიჩნევს, რომ სამთო-სათავგადასვლო გამყოლების რეგულირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვისთვის.

"ასევე, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ევროპის დირექტივებთან დაახლოების და ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისთვის გადახდის უუნარობის კომპონენტის შემოღება, იმისთვის, რომ მომხარებელი უფრო მეტად დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მიიღებს იმ მომსახურებას, რომელიც შეუკვეთა", - ამბობს ეკონომისტი.

გიორგი პაპავა აღნიშნავს იმასაც, რომ ყველა ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ უფრო გამჭირვალეს, პროგნოზირებადს და გაწერილს ხდის ურთიერთობებს და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დანახარჯი შემოაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ის გადაიწონება იმ სარგებლით, რაც საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები