მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხომ შეიძლება, ყველა აცრილმა სულ მცირე ერთი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ აიცრას?" - გამყრელიძე

618903a51a1d4
ინგა მურუსიძე
08.11.21 15:40
315
"ხომ შეიძლება, მეც და თქვენც, სულ მცირე ერთი ადამიანი დავარწმუნოთ, რომ წავიდეს და აიცრას?" - ამ რიტორიკული კითხვით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს, რომლებიც უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ.

„ხომ შეიძლება თითოეულმა თქვენთაგანმა, ისევე როგორც მე, დავარწმუნოთ სულ მცირე ერთი ადამიანი, რომ წავიდეს და აიცრას? მილიონმა ადამიანმა ნახევარი მლნ ადამიანი მაინც რომ დაარწმუნოს აცრაზე, ეს იქნება ძალიან სერიოზული გარღვევა. მით უმეტეს ახლა ამოქმედდება წახალისების მექანიზმიც, რაც შეუწყობს ხელს ამ პროცესს. „მწვანე პასპორტის“ შემოღებამაც გარკვეული წახალისება უნდა გამოიწვიოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეისთვის სულ აცრილია 2 005 229 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი 1 204 მოქალაქე აიცრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები