მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხორბლის ხიდი" - უკრაინიდან მარცვლეულის გასატანად ახალი მარშრუტი მუშავდება

626e44f6cbc18
ნინო ტაბატაძე
01.05.22 12:33
1625
უკრაინული ხორბლის ქვეყნიდან გატანისთვის ახალი სარკინიგზო მარშრუტის შექმნა განიხილება. ე.წ. „ხორბლის ხიდის“ ამოქმედებას გერმანიის მთავრობა სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვების ოპერატორ DB Cargo-სთან ერთად გეგმავს.

სარკინიგზო ჟურნალი railway.supply Handelsblatt -ზე დაყრდნობით წერს, რომ ე.წ. „ხორბლის ხიდის“ შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ქვეყნის პორტების ბლოკირებამ განაპირობა. Deutsche Bahn-ის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ „არსებობს გეგმა თემასთან დაკავშირებით“.

ახალი სარკინიგზო მარშრუტი უკრაინის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და რუმინეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს.

საუბარია, დაახლოებით 20 000 მატარებლის მიმოსვლის უზრუნველყოფაზე. თითეული 52 კონტეინერს, ან რამდენიმე ათას ტონა ტვირთს გადაიტანს. განიხილება უკრაინული ხორბლის გადაზიდვა ადრიატიკის, ან ჩრდილოეთის ზღვის პორტებამდე და იქიდან გემებით იმ ქვეყნებისთვის მიწოდება, სადაც მარცვლეულზე მოთხოვნილებაა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეთიოპიაზე, ინდონეზიასა და ლიბანზე, იმ ქვეყნებზე, რომლებიც უკრაინულ იმპორტზე არიან დამოკიდებულნი.

შეგახსენებთ, რომ ხორბლის იმპორტის შეფერხება გაეროს შეშფოთებას იწვევს. გაეროს გენერალუმა მდივანმა უკვე გააკეთა გაფრთხილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შიმშილზე, რაც შესაძლოა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები