უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა. ზელენსკიმ ამერიკულ კომპანიებს რუსეთის ბაზრის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა.
ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვა და აშშ-ს მოუწოდა, სანქციები ყველა რუს პოლიტიკოსს შეეხოს, რომლებიც “კაბინეტებში რჩებიან და არ წყვეტენ კავშირს მათთან, ვინც უკრაინის წინააღმდეგ არიან”.
"ყველა ამერიკულმა კომპანიამ რუსეთი უნდა დატოვოს. დატოვეთ ეს ბაზარი დაუყოვნებლივ. ის ჩვენი სისხლითაა დატბორილი. ქალბატონებო და ბატონებო, კონგრესის წევრებო, გთხოვთ, თუ თქვენს მახლობლად გყავთ კომპანიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებენ, აიძულეთ ისინი, რომ დატოვონ რუსეთი”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.




























