მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველამ ვიცით, რომ თავისუფალი სივრცეები ბევრი არ არის" – ცქიტიშვილი საწოლფონდზე

5fa67fa55af24
თამთა ჯიჯავაძე
07.11.20 15:01
844
„ამ ეტაპზე, საწოლფონდის თვალსაზრისით სირთულეები ბუნებრივია არის. ჩვენ ყველამ ვიცით თავისუფალი სივრცეები ბევრი არ არის, თუმცა, საწოლფონდის ეს რაოდენობა ამ ეტაპზე მართვადია", – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი მტკიცებით, საწოლფონდი არსებობს და ხელმისაწვდომია.

"თუმცა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული რგოლია ჩართული, ეს არის დროული გამოთავისუფლება და ამ საწოლფონდის სწრაფი მობილობა. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მაშინ, როდესაც უცხოეთში ინფიცირებულების დაახლოებით 10-15% საჭიროებს საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარებას, ჩვენ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არის ინფიცირებულების დაახლოებით 30%", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები