მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველას უნდა შეხვედრა რაიონის "პირველ კაცთან" - გიორგი პერტაია ბიუროკრატიაზე

618e297c56af3
ინგა მურუსიძე
12.11.21 12:41
914
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, თემატური მოკვლევის „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ მოსმენა მიმდინარეობს. საქმე ეხება კერძო სექტორს და მათ პრობლემებს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ მოკვლევის წარდგენის დროს კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი დაინტერესდა, თუ რა ტიპის ბიუროკრატიულ პრობლემებს აწყდებიან ბიზნესები რეგიონებში.

„რეგიონებს რაც შეეხება, ბიუროკრატიის პრობლემა არის ძალიან მარტივი. მარტივი არის ის, რომ ყველას უნდა შეხვედრა რაიონის "პირველ კაცთან". რომ ვეკითხებით რატომ "პირველ კაცთან"? კომპლექსის ამბავია? ამბობენ, რომ რეალურად სხვა ვერავინ ვერ წყვეტს. კონკრეტულ საკითხზე მოადგილეები არსებობენ, კურატორები, მაგრამ ბიზნესების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ხვდებიან, ელაპარაკებიან და რეალურად, გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელები იღებენ.

ყველა რეგიონში ერთნაირად ასე არ არის, თუმცა ძირითადად ასეა. არის რაიონები, სადაც გვეუბნებიან, რომ ძალიან მაგრად გვიდგანან გვერდში და პირიქით, გვეკითხებიან რა გვინდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმდენი პროექტი და გრანტი აქვს, სოფლის მეურნეობაში რამის ჩადება რომ გინდოდეს, ნახევარს მთავრობა გიფინანსებს. ერთი არის ეს, მეორეა მისი მოწოდება, ხოლო მესამე არის ის, რომ ადამიანებს რაიონებში არ სჯერათ, რომ ამის მიღება შესაძლებელია მარტივად. ფიქრობენ, რომ კაცი უნდა ჰყავდეს სადღაც. შეთქმულების თეორიების საკითხია“, - განაცხადა სავაჭო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

რაც შეეხება კვლევაში დასახელებულ კიდევ გამოწვევას, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, გიორგი პერტაია განმარტავს, რომ ეს ტერმინი ყველას სხვადასხვანაირად ესმის.

„რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ვფიქრობ, ეს არის ძალიან სახიფათო ტერმინი და მოდის ინგლისური ტერმინიდან „Access to finance”. როცა პასუხად წერენ, რომ ეს მაქვს პრობლემაო, ყველა გულისხმობს სხავადასხვა ამბავს. ზოგი გულისხმობს იმას, რომ პროცენტებია მაღალი, ზოგი გულისხმობს იმას, რომ უბრალოდ ფული უნდა, გრანტი უნდა. ადრე ბანკში იყო პრობლემა, რომ რეგიონში ბიზნეს-სესხის დაწერა არ იციან და სესხს ვერ იღებენო, ახლა ეს აღარ არის, ბანკში მის დაწერაში დაგეხმარებიან. ამათთან სხვა დამხმარეები ჰყავთ და გუნდები მუშაობენ ამაზე. ჩვენთან პირდაპირ ფული უნდათ, გრანტი უნდათ. ახლა კითხვარები შევცვალეთ და ვეკითხებით გრანტზე ცალკე, ბანკზე ცალკე, სოფლის მეურნეობის დახმარებებზე ცალკე და ა.შ.“, - განმარტა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.