მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზარაფხანა": ოქრო გაიაფდა, თუმცა საწარმოო ხარჯი გაზრდილია

62df992c36b8c
თათია ჩაფიჩაძე
27.07.22 09:45
1504
საერთაშორისო ბირჟებზე ოქრო გაიაფდა, მაგრამ ამ დროისთვის საიუველირო ნაკეთობათა მწარმოებელ კომპანია "ზარაფხანაში“ ამას პროდუქციის ფასზე გავლენა არ მოუხდენია. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ფასში შემავალი სხვა კომპონენტები, როგორიც არის ლოგისიტკა, შრომით ანაზღაურება თუ ძვირფასი ქვების ღირებულება, გაძვირებულია, რაც ამ ეტაპზე ფასის დაკორექტირების საშუალებას არ იძლევა.

„იმ შემთხვევაში თუ ასეთი დინამიკა გაგრძელდება, საბოლოო პროდუქცია გაიაფდება, თუმცა ამას მინიმუმ 6-თვიანი პერიოდი სჭირდება. მოკლე ვადაში ფასების გადაფასება არ ხდება, რადგან სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომლებიც აძვირებს წარმოებას. საწარმოო ხარჯია გაზრდილი, როგორც მუშახელის ანაზღაურება, ისე ლოგისტიკა და სხვა დახმარე მასალების, მათ შორის ძვირფასი ქვებისაც. ზოგიერთი პროდუქცია მიბმულია ნაკეთობის წონაზე, ჩვენს შემთხვევაში ფასწარმოქმნაში ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასეთ დროში, ასეთი სხვაობა გავლენას ვერ ახდენს.

აღსანიშნია, წელს მოთხოვნა გაზრდილია როგორც ნაკეთობებზე, ისე სუვენირებზე; კორპორაციული სექტორიც გამოცოცხლებულია, რაც ძალიან გვახარებს", - განაცხადა bmg-სთან ნიკოლოზ ნაყოფიამ.

მარტიდან დღემდე ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე ერთი უნცია ოქროს ღირებულება 2050-დან 1726 დოლარამდე შემცირდა, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული და მეორე მხრივ, ლარის კურსის გამყარების ფონზე ოქროს ფასი შემცირდა საქართველოშიც. ე.წ. ოქროს ბირჟებზე აცხადებენ, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში როგორც ჯართის, ისე ნაკეთობის ფასი საშუალოდ 40-50 ლარით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები