მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზუსტად ვიცით, ევროკავშირის ლიდერებიდან ვინ არის ჩვენსკენ და ვინ თვლის, რომ EU უბრალოდ ბუღალტერიაა"

6229fceb433bb
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 17:36
836
„ომის და ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ყველაფერს, რაც დანგრეულია, სწრაფად და ხარისხიანად აღვადგენთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, აღდგენის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე მთავრობა უკვე მუშაობს.

„თითოეული დაზარალებული ქალაქისთვის აღდგენის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნება. მთავრობას უკვე დავავალე ამ პროგრამის შემუშავება. ჩერნიგოვი და სუმი, ახტირკა, ჟიტომირი, იზუმი, მარიუპოლი და ყველა ქალაქში, სადაც ბოროტება მოვიდა, რუსული შემოჭრის კვალიც არ იქნება. თითოეულ ქალაქს ეყოლება საუკეთესო არქიტექტორები, კომპანიები და პროექტები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მიმართვისას აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთხელ ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცს და ბორის ჯონსონს და იგრძნო, რომ ომის საწინააღმდეგო კოალიცია გაძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთზე ზეგავლენაც გაიზრდება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.

„ამიტომაც გვინდა პარტნიორებისგან ის გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც რეალობაზეა დაფუძნებული და არა დეკლარაციებზე ან აბსტრაქტულ განხილვებზე. ამ დღეებში ევროკავშირის ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის განსახილველად, ევროკავშირში ჩვენი შესვლის განაცხადის განსახილველად შეიკრიბებიან. ჩვენ კონკრეტულ ნიშანს ველით. მძლავრ მხარდაჭერას ველით, რადგან ეს სამართლიანი იქნება. ეს იქნება ევროპულად. ზუსტად ვიცით, ლიდერებიდან ვინ რა პოზიციაზეა. ვინ არის ჩვენსკენ და ვინ თვლის, რომ ევროკავშირი უბრალოდ ბუღალტერიაა - შემოსავალი, გასავალი და მეტი არაფერი. ვიმუშავებთ და დავარწმუნებთ. ცხოვრება დაგვარწმუნებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები