მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

სტიქია
20.07.26 13:27
147

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 19 ივლისს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარე ადიდდა და საავტომობილო გზაზე გადმოვიდა. ასევე, ამავე გზის 41-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და დამატებითი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ამ დროისთვის, წყლის დონე ისევ მაღალია, გზაზე გადმოაქვს ქვა-ღორღი და დიდი ზომის ხის მორები. მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა წყლის დონის დაწევისთანავე უმოკლეს ვდაბებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მძღოლებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ ადგილზე განთავსებულ საგზაო ნიშნებსა და შესაბამისი უწყებების მითითებებს", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები