მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტში 38 546 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ოქროს ნაკეთობები

ქუთაისის აეროპორტში 38 546 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

"კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 202,69 გრამი) გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 546 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 17 875 ლარით დაჯარიმდნენ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები