მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დაიწყო

63442443d06d5
მარიამ ვარადაშვილი
10.10.22 18:04
539

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დაიწყო. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

“პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით მოხდება კონსტრუქციის გამაგრება. ქუთაისის აეროპორტის განვითარება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ამიტომ გრძელვადიან გეგმაში, იმისთვის, რომ აეროპორტმა შეძლოს უფრო დიდი საჰაერო ხომალდების მიღება და ოპერირება უფრო მოქნილი გახდეს, საჭირო გახდება ახალი 3 კილომეტრიანი ასაფრენი-დასაფრები ზოლის მშენებლობა,” - აცხადებს აეროპორტების გაერთიანების ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის ვასილ კუნჭულია.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს.

"ნალექიანი დღის მიუხედავად, დღესაც ვმუშაობთ და ამ წუთებში ვახორციელებთ ასაფრენი-დასაფრენი ზოლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟს. რეალურად არსებული ადეზე გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სამხედრო დანიშნულების იყო. მოგვიანებით, 2012 წელს მოხდა ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია. თუმცა, რეისებისა და ტურიზმის ტრაფიკის ზრდასთან ერთად საჭირო გახადა მიმდინარე გეგმური სარემონტო სამუშაოების აუცილებლობა",-განაცხადა "ბლექ სი გრუპის"გენერალურმა დირექტორმა ამირან მამუჭაძემ. 

რეაბილიტაციის პერიოდში, ორი კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები