მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტში ₾240-მილიონიანი ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2027 წელს დასრულება

ასაფრენი ბილიკის მშენებლობა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის კაპიტალური პროექტების დანართში. 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო და მასზე საერთო ჯამში 240 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

გასულ წელს პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯა; 2025 წელს მასზე 70 მილიონი ლარია გათვალისწინებული, 2026-სა და 2027-ში კი 60-60 მილიონი ლარი. პროექტს სამშენებლო კომპანია "ანაგი" აშენებს. ეს ქვეყანაში პირველი შემთხვევაა, როდესაც სრულიად ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შენდება, ამასთან ახალი ბილიკი ქვეყანაში ყველაზე დიდი სიგრძის იქნება და მას დიდგაბარიტიანი ხომალდების მიღება შეეძლება.

პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები